თინა ხიდაშელი - როცა იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე, აუცილებლად მარცხდები და ხარ ფსკერი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ვისაც აზრი აქვს შერჩენილი, გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც, როდიონოვის ღამის დარად ამ ღამეს გავრილოვის ღამე დაერქმევა. აღნიშნულის შესახებ თინა ხიდაშელი "ფეისბუქში" წერს.

„გაკვეთილები აქამდე ოროსან, წუხელ დამნაშავედ ქცეულ ხელისუფლებას: 1. როდესაც იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე აუცილებლად მარცხდებით და ხარ ფსკერი; 2. როდესაც იწყებ იმაზე დავას უი, 7 ნოემბერს როგორ ადარებო აუცილებლად მარცხდები და უფრო ფსკერზე ეშვები; 3. როდესაც მხოლოდ ის გაქვს სათქმელი, რომ უი, რა სასაცილო იყო გუშინ უგულავა რეზინის ტყვიებზე შეშფოთდაო კიდევ უფრო დიდი ფსკერი ხარ, მასთან დასატოლებლად არ მომხდარა 2012, მასზე უკეთესს ითხოვდა ხალხი; 4. 24 საათზე მეტი გავიდა შენი დახმარებით და ხელშეწყობით გავრილოვის მიერ საქართველოს თავზეგადავლიდან და ის ტიპი ვიზიტსაც რომ არ წყვეტს და ისევ შენი ქვეყნის მეორე პირია უფსკრულში ხარ გადაჩეხილი; 5. ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ვისაც აზრი შერჩენილი აქვს გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც როდიონოვის ღამის დარად ამ ღამეს გავრილოვის ღამე დაერქმევა რაც უფრო მეტად დაგიმძიმებთ სასჯელს; 6. და ბოლოს, ამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერს შინაარსი გამოაცალეთ და სიმბოლოების დონეზე დატოვეთ, ხოდა 8 ნოემბერს ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარი იყო და პასუხისმგებლობა აღებული ქონდა. 7. გაფრთხილებდით ეგ კაცი გადაგჩეხავთთქო და არ დაიჯერეთ. ჩვეულებრივი რუსი სალდაფონია, ხოდა გამოაცხადა რუსული სიდიადით დევნა და ძალადობა საკუთარ ხალხზე ამოცანად და დაგისვათ წერტილი. 8. ახლა თავზე რომ დაგახურებთ დედამიწა მორიგი რუსული სცენარი მოიმარჯვეთ და აგინეთ ყველას, ჩვენს საქმეებში ნუ ერევითო ეძახეთ; 9. იმასავით რიგგარეშე არჩევნები რომც იყოს შეიძლება მოიპარო, იყიდო ესეც გვინახავს, მაგრამ პასუხისმგებლობას რომ ვერ გაექცევი, ეს მგონი უკვე უნდა გესწავლა, თუმცა რა ვიცი; 10. ერთი კია, ვინ უნდა გადადგეს დღეს რომ ფასი ქონდეს, ის ისედაც გადამდგარია“, - წერს თინა ხიდაშელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა