დავით ბაქრაძე - რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიუღებელია

მიუღებლად მიმაჩნია რუსეთის ფედერაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმ დროს, როდესაც კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდით, რომ პუტინი პოლიტიკური მოსაზრებებით მზად არის გამოუცხადოს მორიგი ეკონომიკური ემბარგო საქართველოს და დასაჯოს ქვეყანა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამგზავრებამდე განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, მომავალ კვირაში ევროსაბჭოს ასამბლეაში ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა იქნება.

„აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია რუსეთის ფედერაციის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს ყირიმის ანექსიას და ომს აღმოსავლეთ უკრაინაში. იმ დროს, როდესაც კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდით, რომ პუტინი პოლიტიკური მოსაზრებებით მზად არის გამოუცხადოს მორიგი ეკონომიკური ემბარგო საქართველოს და დასაჯოს ქვეყანა. ასეთ პირობებში რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში იქნება ყველა ამ უკანონობის წახალისება. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა ოკუპანტს ვაგებინოთ პასუხი საკუთარ უკანონო ქმედებებზე და დანაშაულზე ყველგან - საქართველოშიც, სტრასბურგშიც და მთელს მსოფლიოშიც. ამიტომ, ძალიან მჭიდრო კონტაქტში უკვე ვმუშაობთ და ვიმუშავებთ უკრაინის დელეგაციასთან და გამოვიყენებთ ყველა საშუალებას პოლიტიკურს, სამართლებრივს, პროცედურულს იმისთვის, რომ ოკუპანტ ქვეყანას არ მიეცეს საშუალება დაბრუნდეს ევროსაბჭოს დარბაზში, დაბრუნდეს იმ ორგანიზაციაში, რომლის ამოცანაც არის ადამიანის უფლებების დაცვა. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას, რუსეთი განაგრძობს დევნილების უფლებების ფეხქვეშ გაქელვას და რუსეთი განაგრძობს საკუთარ უკანონო ქმედებებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა იქნება და იმედი მაქვს, რომ ევროსაბჭოს ასამბლეის დეპუტატთა უმეტესობა შეეწინააღდეგება რუსეთის დაბრუნებას ამ ფორმატში“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესცენტრი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა