აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობას აწყობენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დასრულებულია. ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მშვიდობიანი მსვლელობით კანცელარიისკენ მიემართებიან. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, დღეს აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ. საპროტესტო აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება.

იხილეთ ვიდეო: აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა