ლევან ბოძაშვილი - ნულოვანი ბარიერი ნიშნავს - ყველანი პარლამენტში, ჩვენ მივიღებთ 1992 წლის მსგავს პარლამენტს, სადაც ყველა იქნება წარმოდგენილი მცირე ოდენობით

„ნულოვანი ბარიერი ნიშნავს - ყველანი პარლამენტში. საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოხდეს, რათა მომავალ პარლამენტში სრული „ბარდაგი“ გამოირიცხოს, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით ბოძაშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ბოძაშვილის შეფასებით, 0%-იანი ბარიერის შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება არ გაუჭირდება, ფინანსური რესურსის გათვალისწინებით.

„ნულოვანი ბარიერი ნიშნავს - ყველანი პარლამენტში. ჩვენ მივიღებთ 1992 წლის მსგავს პარლამენტს, სადაც ყველა იქნება წარმოდგენილი მცირე ოდენობით. ეს გადაწყვეტილება არსებითად მიმართულია არსებული პოზიციურ-ოპოზიციური მონოპოლიის წინააღმდეგ. ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია და ეს ცვლილებები ფართო კონსენსუსით განხორციელდეს. ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოხდეს, რათა მომავალ პარლამენტში სრული „ბარდაგი“ გამოირიცხოს. არ ვფიქრობ, რომ ეს გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტაა. მცირე პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ, მაინც დადგება დღის წესრიგში პოლიტიკური პარტიების გამსხვილების საჭიროება, თუმცა „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ არსებული მონოპოლია შეიცვლება. საერთო ჯამში კარგია, რადგან ახალი სახეების გაჩენის, მეტი არჩევანის საშუალებას გააჩენს. ამას გარდა, 0% ბარიერის შემთხვევაში, ფინანსური რესურსის გათვალიწინებით, „ოცნებას“ არ გაუჭირდება უმრავლესობის მოპოვება, რადგან ახლა ფორმულა - ერთი ყველას წინააღმდეგ- შეიცვლება ფორმულით - ყველა თავისთვის - რაც ბუნებრივია, აწყობს მმართველ პარტიას,” - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა