მამუკა მდინარაძე  ჟურნალისტებს - როგორ წარმოგიდგენიათ, მინისტრი გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა?

საზოგადოების მოთხოვნა არ არის გახარიას გადადგომა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება ზუსტად ხედავს ვინ როგორ მოქმედებდა. ვინ გამოიყენა ადეკვატური ძალა, ვინ იყო იძულებული ასე გაეკეთებინა,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, როდესაც მას ჟურნალისტები კადრებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მოხდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, იმ კადრებში ისიც კარგად ჩანს, თუ ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც განვითარებული მოვლენების პროვოცირება მოახდინა. გარდა ამისა, იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იქნას დაყენებული, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა და შედეგად ძალიან მძიმე შედეგი დადგა.

„ყოველგვარი მორიდების გარეშე გეტყვით, რომ ძალიან მიკვირს , როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და არ ახსენებენ ოპოზიციას. არ ახსენებენ, იმ პოლიტიკურ სუბიექტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებისაკენ,რომლებიც მოუწოდებდნენ ძალადობისკენ. როდესაც მართლაც საშინელი სანახავია და მართლაც ძალიან განვიცდით თითოეული ჩვენგანი თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამასთან დაკავშირებით თუ ვერ ხედავს რომელიმე ჟურნალისტი თუ მოქალაქე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვინც ამ ყველაფრის ინსპირაცია, პროვოკაცია მოახდინა და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პოლიციას მოუწია ძალის გამოყენება, ამაში მე მგონია, რომ ცოტა პარადოქსულ ვითარებას უნდა ვხედავდეთ. როდესაც საუბარია, რომ გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დავიწყოთ თავიდან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტში დაშვებულ შეცდომაზე, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება აქციასთან დაკავშირებით, აქ პირველ რიგში უნდა აიღონ იმ ოპოზიციონერებმა, ვინც მოუწოდებდნენ. სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და გასცდა ბრძანებას, გასცდა კანონს და თავის დებულებას, მაგრამ აქ საუბარი არ შეიძლება იყოს მინისტრზე, რომელიც მოქმედებდა ადეკვატურად , გასცემდა ადეკვატურ ბრძანებებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მინისტრი გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა იმ დღეს? როგორ წარმოგიდგენიათ?“-განაცხადა მდინარაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“