რომან გოცირიძე - რაც შეეხება რეპრესიების დაანონსებას, ბიძინა ივანიშვილი თითსაც ვერავის დააკარებს - მიიღებს გაასმაგებულ პროტესტს!

წინა კვირას, პარლამენტში, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 239 ათასი ხელმოწერა შევიტანეთ, რაზეც უმრავლესობის წევრები ქილიკობდნენ - დღეს უკვე აქეთ გვეხვეწებიან, ოღონდაც საპროტესტო გამოსვლები ჩააცხრონ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოთხოვნები არ შეასრულა და ის, რაც მოხდა, არის შუალედური გამარჯვება.

“პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ არ დაისჯებიან დამნაშავეები. უნდა აგონ პასუხი პოლიტიკურად და სამართლებრივად. შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! რაც შეეხება რეპრესიების დაანონსებას, ბიძინა ივანიშვილი თითსაც ვერავის დააკარებს. მიიღებს გაასმაგებულ პროტესტს!

პარლამენტის უმრავლესობას არა აქვს მორალური უფლება იმ დარბაზში დაბრუნების, სადაც კომუნისტი გავრილოვი დაგვასვეს თავზე. იქ შესვლის ბილეთი არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება და გახარიას გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადების დადება ტრიბუნაზე“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

“ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის