გუბაზ სანიკიძე -  ნულოვანი ბარიერი - ეს არის ქართული პოლიტიკის კატასტროფა და ივანიშვილის 2024 წლამდე დარჩენის გარანტია

ნულოვანი ბარიერი - ეს არის კატასტროფა ქართული პოლიტიკის და გარანტია ბიძინა ივანიშვილის 2024 წლამდე დარჩენის, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის "გამარჯვებული საქართველო" წევრმა გუბაზ სანიკიძემ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და ნულოვან ბარიერზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ხელს შეუწყობს " პოლიტიკური ლიფსიტების" გაჩენას, შედეგად კი, პოლიტიკური სპექტრი დანაწევრდება.

„ეს ფაქტობრივად არის მაჟორიტარული სისტემის დატოვება, რადგან ნებისმიერ მდიდარ ფულის ტომარა მაჟორიტარს შეეძლება შექმნას რაღაც პარტია ქაღალდზე, თავის რაიონში წავა, მოისყიდის ხალხს, მანდატი დაახლოებით 10-დან 12 000-მდე ხმას გულისხმობს. 10-დან 12 000-მდე ხმის მოპოვება ნებისმიერ რაიონში შეუძლია ნებისმიერ ფულის ტომარას. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს პოლიტიკური ლიფსიტების გაჩენას.

რაც მთავარია, თუ დღეს შესაძლებელია რეალურად 5-6 ან მაქსიმუმ 7 პოლიტიკური ძალა მოხვდეს პარლამენტში, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ პარლამენტში შევა 20-30 ე.წ. პარტია, რაც დანაწევრებს და ფრაგმენტირებას გაუკეთებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ისევ იპარპაშებს ბიძინა ივანიშვილი. ის რომ საქვეყნოს არაფერს აკეთებს და მხოლოდ სათავისოდ აკეთებს, ესაც ფაქტია", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს