კარლ ჰარცელი - მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას,  რომლებიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით  ჩატარებას ითვალისწინებს

„ბოლო დღეების მოვლენებმა დაგვანახა, რომ დიალოგი, კონსულტაცია და კომპრომისი აუცილებელია საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომლებიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირისი ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს. განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელჩის თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, შეიკრიბოს და შეთანხმდეს ისეთ სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიას და პლურალიზმს განამტკიცებს.

„ველით, რომ დაიწყება ფართომასშტაბიანი საკონსულტაციო პროცესი და ყველა მხარეს მასში ჩართვისკენ მოვუწოდებთ.

მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, გვინდა ასევე ყურადღება გავამახვილოთ ეუთოს/ODIHR რეკომენდაციებზე და მათ დროულად და სრულად შესრულების მნიშვნელობაზე.

მივესალმებით მზადყოფნას, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები გამოძიებულ იქნას იმ მოწოდებების შესაბამისად, რომლებიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და სხვათა მიერ იყო გამოთქმული. ველით, რომ ჩატარდება გამჭვირვალე და სწრაფი პროცესი სახალხო დამცველის მონაწილეობით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად და დაბეჯითებით ვთხოვთ ყველას ყოველთვის იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში. როგორც საქართველოს ერთგული მეგობრები და პარტნიორები, მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა