სალომე სამადაშვილი - გადაწყვეტილება, რომ გახარია მოიყვანონ ამ ფონზე პარლამენტში, მოქალაქეებისთვის სახეში სილის გაწნაა

გადაწყვეტილება, რომ გახარია მოიყვანონ ამ ფონზე პარლამენტში, ეს არის უბრალოდ სახეში სილის გაწნა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნება“, რომელიც არის უკვე სრულიად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, თუ ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს, იმის ნაცვლად, რომ გახარიამ დატოვოს თანამდებობა და მას აქ მოუსმენს ჩვეულებრივ რეჟიმში საქართველოს პარლამენტში, ამით ისინი უბრალოდ გაამრავლებენ იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ყოველდღე დადგება პარლამენტის წინ. ისინი იქნებიან უკვე არამარტო გახარიას გადადგომის, არამედ დაუყოვნებლივ მთელი მთავრობის გადაყენების, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლის მოთხოვნით",-აცხადებს სამადაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა