არჩილ თალაკვაძე - სანამ ოკუპაცია გაგრძელდება, რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში

სანამ ოკუპაცია გაგრძელდება, რუსეთის დუმის არც ერთი დეოპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში. სანამ ოკუპაცია გრძელდება, არც ერთი კომპრომისი არ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრამდე პარლამენტის წევრებს.

თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა საკუთარ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მანვე შეაფასა 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე განვითარებული მოვლენები.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა გავხდე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, თავმჯდომარე და ვუხელმძღვანელო ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მუშაობას. საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ ადამიანებს, საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს პირუთვნელად, შედეგიანად და გონივრულად ვემსახურო, ამაში მაქვს თითოეული თქვენგანის მხდარაჭერის იმედი. დასანანია, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგად მოგვცა ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები და პოლიციელები არიან დაშავებულები. ჩვენი ფიქრი და ყურადღება დღეს პირველ რიგში სწორედ, ამ ადამიანებს ეკუთვნის. ყველაფერი კეთდება და პარლამენტი ზედმიწევნით ყურადღებით იქნება, რომ მომავალშიც გაკეთდეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის, ვისი ჯანმრთელობაც დაზარალდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. ვინც ალბათ, გადაიხადა ყველაზე მეტი ფასი მიმდინარე მოვლენების გამო და იმის გამო, რომ ოპოზიციიდან ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი აღმოჩნდა აგრესიული დღის წესრიგის წინა რიგებში.

მინდა ასევე გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა თითოეული ამ ადამიანის, მათი ოჯახების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ამ მოვლენების შედეგად დაშავდნენ. გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა და პატივისცემა ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც ასევე დაშავდნენ მოვლენების გაშუქებისას, გამოვხატო პატივისცემა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც დაშავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მომენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გუნდმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აიღო. მანმვე ოპოზიციის მისამართით განცხადება გააკეთა.

„ისინი ვალდებული იყვნენ კი არ მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ დღეს ვინმე აქ განიხილავს წყლის, ან ტყის რესურსების, ან რომელიმე სხვა საკითხს, ისინი ვალდებული იყვნენ დარჩენილიყვნენ დარბაზში და მონაწილეობა მიეღოთ ამ პოლიტიკურ დებატებში, სადაც ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს, მაგრამ ოპოზიციის ამ ნაწილმა აირჩია გზა, რომელიც მათი დღის წესრიგის ნაწილია. ეს არის დესტრუქცია, გაცევა მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან და იგნორირება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საქართველოს პარლამენტის. არჩევის შემდეგ მაქსიმალურად ვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ პროცესები და მათ შორის, ოპოზიცია სრულად დაბრუნდეს სამუშაო რეჟიმში და ჩვენ საქმიანი, მომავალზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა ვაკეთოთ პარლამენტში.

სანამ ოკუპაცია გაგრძელდება, რუსეთის დუმის არც ერთი დეოპუტატის ადგილი არ არის და არ იქნება საქართველოს პარლამენტში. სანამ ოკუპაცია გრძელდება არც ერთი კომპრომისი არ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები ხარჯზე. იმაზე, რაც მოხდა ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი, პარტიის თავმჯდომარემ ძალიან პრინციპული, მყისიერი შეფასება გააკეთა და ჩვენი გუნდის ყველა ლიდერმა სათანადო შეფასება მისცა იმ პროვოკაციულ ჟესტს, რასაც ჰქონდა ადგილი. სამწუხაროდ, ვერ შევძელით ამ პროვოკაციურლი სცენარის თავიდან აცილება და მისი პროგნოზირება, თუმცა, ჩვენ ამის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობაც ავიღეთ და კონსტიტუციით ყველაზე მაღალლი თანამდებობის პირმა, ჩვენმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძემ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, გუნდის პასუხისმგებლობა აიღო და დატოვა დაკავებული თანამდებობა. ისევე როგორც ჩვენმა კოლეგამ, მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა პარლამენტის წევრის მანდატი. ეს მოხდა 24 საათის განმავლობაში, მეგობრებო, როგორც რეაქციები, ასევე კონფერენციის შეწყვეტა, ასევე რუსეთის დეპუტატების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვება და შემდეგში ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის განხროციელება მოხდა 24 საათის განმავლობაში. შეაფასეთ იყო თუ არა ეს დრო გონივრული, შეაფასეთ არის თუ არა ეს პასუხისმგებლიანი ქცევა ჩვენი მხრიდან. დიახ, არის! ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებას ვაჩვენეთ მომხდარზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა