დავით ბაქრაძე ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებაზე - დავტოვეთ დარბაზი და ასე გამოვხატეთ პროტესტი იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც ევროპელმა დეპუტატებმა მიიღეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სამარცხვინოდ მიაჩნია ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროსაბჭოს ასამბლეამ მიიღო რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება "შავ ლაქად" ამ ორგანიზაციის რეპუტაციაზე და მის სანდოობაზე.

„ჩვენ, რამდენიმე სხვა დელეგაციასთან ერთად, დღეს ვეცადეთ უკვე, რომ საპროცედურო ბერკეტების გამოყენებით, პროცედურული ომით შეგვეფერხებინა რუსეთის დელეგაციის შემოსვლა სხდომათა დარბაზში, თუმცა სამწუხაროდ, პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცედურული ბრძოლით ამას ვეღარ შევცვლით, ამიტომ ერთადერთი, რაც ჩვენ გვრჩებოდა იყო ის, რომ გამოგვეყენებინა პროცედურული ბერკეტები და რუსეთის დელეგაციის შემოსვლის შემდეგ, დაგვეტოვებინა დარბაზი. ჩვენ დავტოვეთ დარბაზი, რადგან ჩემთვის მორალურად მიუღებელია რუსული დელეგაციის ტრიუმფით დაბრუნება იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, როდესაც რუსეთი აგრძელებს ყირიმის ანექსიას, როდესაც რუსეთი აგრძელებს ადამიანების გატაცებას, წამებას და მკვლელობას, როგორც ეს იყო ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და სხვა შემთხვევებში. ჩემთვის მიუღებელია იმ დარბაზში რუსეთის ტაშის დაკვრით დაბრუნება მაშინ, როდესაც რუსეთი იღებს ახალ ეკონოომიკურ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ.

ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას უკრაინასთან, ბალტიის ქვეყნებთან, აღმოსავლეთ ევროპასთან და ყველა იმ დეპუტატთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროსაბჭოში აგრესორის და ოკუპანტის დაშვება, ეს არის ამ ორგანიზაციის მორალური დაკნინება და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შევძლებთ ისეთი რეზოლუციისა და დოკუმენტიის მიღებას, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება დაგმობილი რუსეთის უკანონო ქმედებები“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია