არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია  ადრეც არაერთხელ იმუქრებოდა, როდესაც გიორგი გახარია მოვიდოდა პარლამენტში, მაგრამ დებატები გახარიას გამარჯვებით დასრულდა

ოპოზიცია ადრეც არაერთხელ იმუქრებოდა, როდესაც ბატონი გახარია მოვიდოდა პარლამენტში, მაგრამ ჩვენ მაშინ ვნახეთ პოლიტიკური დებატები, რომელიც რეალურად მინისტრ გახარიას გამარჯვებით დასრულდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ ისინი შს მინისტრს პარლამენტში შემოსვლის საშუალებას არ მისცემენ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მინისტრის მხრიდან გამოჩენილი მზაობა, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი არსებულ კითხვებს, მისასალმებელია.

„შს მინისტრმა ღიად გამოთქვა სურვილი, რომ პარლამენტში მოხდეს ყველა იმ კითხვის განხილვა, რომელიც შესაძლოა აქვს ოპოზიციას და საზოგადოებას. ასეთი გახსნილობა და მინისტრის მზადყოფნა ძალიან კარგია. ოპოზიცია ადრეც არაერთხელ იმუქრებოდა, როდესაც ბატონი გახარია მოვიდოდა პარლამენტში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური დებატები, რომელიც რეალურად მინისტრ გახარიას გამარჯვებით დასრულდა. ამ შემთხვევაში მომართვა სახეზეა. ეს იყო საჯარო განცხადება, გვექნება განხილვა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. იცით, რომ ეს არის ბოლო სასესიო კვირა, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები და დატვირთული დღის წესრიგია. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა მთავრობის წლიური ანგარიში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ