ირაკლი ღარიბაშვილი - გუნდი მხარს უჭერს გიორგი გახარიას, მას აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში

გუნდი მხარს უჭერს გიორგი გახარიას - მას აქვს სრული მხარდაჭერა ამ პროცესებში, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეთერში გააკეთა.

“თუ იყო ამა თუ იმ სპეცრაზმელის გადაცდომა, ეს გაირკვევა. საუბარია იმაზე, რომ დამიზნებით ესროდნენ ახალგაზრდებსა და ჟურნალისტებს. ფაქტები იქნება შესწავლილი. მეც ვარ მომხრე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. დანარჩენი არის იმ უდიდესი, გამოუსწირებელი შეცდომის გადასაფარად ატეხილი ისტერიკა, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაიდინა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის აზრით, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ინტერესებისათვის ბოროტად გამოიყენა და აქციის დაშლა სწორედ მათ პროვოკაციას მოჰყვა.

“მელიამ, რომელმაც კიტოვანობა მოინდომა და თავი განმანთავისუფლებად წარმოგვიჩინა, ამ პრეცედენტს სახელმწიფო არ და ვერ დაუშვებდა. ეს არის საშიში გამოვლინება, რაზეც სახელმწიფოს მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განუცხადა „ტვპირველს“ ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა