20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაკავებული 51 პირის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა

რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაკავებული და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი 51 პირის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებს სპიკერ მოსამართლემ დიანა ფარქოსაძემ განუცხადა, სასამართლომ ყველა პირის საქმე ინდივიდუალურად განიხილა.

„2019 წლის 25 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა - პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან.

აქვე გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, 2019 წლის 21 ივნისს განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები. რიგ შემთხვევებში, სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა, რიგ შემთხვევებში გამოყენებული იქნა ჯარიმა, ხოლო რიგ შემთხვევებში გამოყენებული იქნა სიტყვიერი შენიშვნა. ნაწილი საქმეები გადადებული იქნა სხვა დროისთვის მხარეთა შუამდგომლობების საფუძველზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

სასამართლოს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოგაწვდით ინფორმაციას. სასამართლომ 51 პირის მიმართ განიხილა პროტესტი, ყველა შემთხვევაში დაკმაყოფილდა და სახდელის ზომა 51 პირის მიმართ შემცირდა.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 61-მა პირმა მიმართა საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ამ პირების საჩივართან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილებები. მოცემულ შემთხვევაში 51 პირის მიმართ იქნა წარმოდგენილი პროტესტი", - განაცხადა ფარქოსაძემ.

მან ასევე უპასუხა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო თითქოს კონვეირული წესით განიხილავდა საქმეებს.

"21 ივნისს, სასამართლომ ყველა პირის მიმართ საკითხი განიხილა ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, ყველა პირს მოუსმინა, საქმე განხილული იქნა ზეპირი მოსმენით და ამის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება. კონკრეტულად რას ეყრდნობა სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებები, ეს ასახული არის დადგენილებებში”, - განაცხადა ფარქოსაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება