ნიკა მელია მისი მანდატის შეჩერების საკითხზე - გინახავთ, ოდესმე ასეთი გულმოდგინედ მომუშავე ქართული პარლამენტი? - ოთახიდან ოთახში, უწყებიდან უწყებაში დარბიან

გინახავთ, ოდესმე ასეთი გულმოდგინედ მომუშავე ქართული პარლამენტი? არა! როცა ოთახიდან ოთახში დარბიან, სართულიდან სართულზე, ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, კაბინეტიდან კაბინეტში, უწყებიდან უწყებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტში, პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხადა, სადაც მის დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

მელიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ 20-21 ივნისს მომხდართან დაკავშირებით, გამოძიების საკითხში ჩაერთვებოდა, ამის შემდეგ განაცხადეს საქართველოში, რომ დეპუტატებიც უნდა დაისაჯონ.

„რა პროკურატურა, რა პარლამენტი, რა იუსტიციის სამინისტრო, რომელი ცალკე აღებული ერთი უწყება. ვისაუბრე რასთან გვაქვს საქმე, შემთხვევითი არ არის, უბრალოდ დღეს უფრო მკაფიოდ გამოჩნდა რასთან გვაქვს საქმე. ნურც იმას მიაწერთ შემთხვევითობას, რომ პარლამენტში ეს უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში, დილის 9 საათიდან და პარალელურ რეჟმში ბატონი გავრილოვი მოსკოვიდან განცხადებას განცხადებაზე აწყობს. ნურც ამას მიაწერთ შემთხვევითობას. ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე მიხვდება, რასთან გვაქვს საქმე. გინახავთ, ოდესმე ასეთი გულმედგინედ მომუშავე ქართული პარლამენტი? არა! როცა ოთახიდან ოთახში დარბიან, სართულიდან სართულზე, ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, კაბინეტიდან კაბინეტში, უწყებიდან უწყებაში. თუ ვინმე ახლა თავს კომფორტულად არ გძნობს, ყველაზე მეტად თავს კომფორტულად ბატონი ივანიშვილი არ გრძნობს, ვინაიდან იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ამ დარბაზში მოხდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა გავრილოვის თავს, რა თქმა უნდა, ბატონმა პუტინმა რბილად, რომ ვთქვათ, დამცირებულად იგრძნო თავი, რადგან რაღაც ვალდებულებები ბოლომდე ვერ შეუსრულა ივანიშვილმა. ამის შემდეგ განცხადება განცხადებაზე კეთდებოდა, ჯერ მოსკოვი ამბობდა, ჩაგვრთეთ გამოძიების პროცესშიო, ამის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, დეპუტატებიც დაისაჯონო“, - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა