არასაპარლამენტო პარტიები საგანაგებო განცხადებას ავრცელებენ

არასაპარლამენტო პარტიები საგანაგებო განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, ქვეყანა კიდევ ერთხელ დააყენა დაპირისპირების უკიდურესად სახიფათო მიჯნაზე.

„პროცესების ამ მიმართულებით ესკალაციის შემთხვევაში, სრულიად რეალურია სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკის უფრო ღრმა კრიზისი, რაც არცერთ კეთილგონიერ ადამიანს არ უნდა აწყობდეს. აუცილებელია კომპრომისების ძიება შექმნილ ვითარებაში და ხელისუფლების საკითხის მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით გადაწყვეტა.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, პროცესები გადავიტანოთ ქუჩიდან კონსტიტუციურ სივრცეში და ერთად გადავწყვიტოთ ცენტრალური საკითხი: არჩევნების ჩატარების წესი და წინაპირობები, რომლის ლეგიტიმურობაც არ დატოვებს არანაირ კითხვის ნიშნებს.

მოვუწოდებთ აგრეთვე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი როგორც ხელისუფლების, ისე ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ნუ დავრჩებით მდუმარე მაყურებლებად, მთელი ძალისხმევა მივმართოთ რათა ეს 2 პოლუსიანი დაპირისპირება შეწყდეს და გადაიზარდოს ნორმალურ, მრავალპარტიულ პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერებ: „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა ; „შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილი; „თავისუფლება“ - კონსტანტინე გამსახურდია; „ერთიანი საქართველო“ - ნინო ბურჯანაძე; „ტრადიციონალისტები“ - აკაკი ასათიანი; „ქრისტიან-დემოკრატები“ - გოჩა ჯოჯუა; „ვეტერანები“ - გია ბერძენიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს