ანონსი  27 ივნისი

27 ივნისს, 10:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

27 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისის მერიის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კულტურისა და ბიზნესის ქართულ-ჩინური ფორუმი „აბრეშუმის გზაზე“ გაიმართება.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. N6

საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე 577 28 87 87

27 ივნისს, 10:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნება საერთაშორისო სემინარი „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიური ცოდნა ხელნაწერებსა და არტეფაქტებში“.

საკონტაქტო: 577 977 199 - მარიამ ჯაბიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

27 ივნისს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის, ლადო ბოჟაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით- იკვეთება, თუ არა რისკები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

27 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

27 ივნისს, 12:00 საათზე, გაეროს პროგრამასთან მიმართებით, „ღია მმართველობის ხელშეწყობის პროგრამის" დასკვნითი შეხვედრა გაიმართება.

მის: უნივერსიტეტის ქ. #2

საკონტაქტო: ქრისტინე კიკალიშვილი - 557494724

27 ივნისს, 12:00 საათზე, „თიბისის“ მიერ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: მარჯანიშვილის 7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი (მესამე სართული)

27 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

27 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე „მომავლის ევროპელი“ – „Imagining the European of the future?” ესეების კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს დააჯილდოებენ.

მის.: უზნაძის 52

27 ივნისს, 17:00 საათზე, უსაფრთხოების კამპანია „გაუფრთხილდი სიცოცხლეს" სტარტს ავჭალიდან აიღებს. აქცია ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილისა და თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ოგბაიძის ერთობლივი ორგანიზებით მოეწყობა, რომელსაც თბილისის გაზმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

მის.: ავჭალა, სარაჯიშვლის N5

საკონტაქტო : მარიამ შენგელია 577 77 77 33

27 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში” წიგნის წარდგენა და ბიზნესღონისძიება გაიმართება: როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი.

27 ივნისს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა