მარიამ ჯაში განმარტავს, რატომ შეიკავა თავი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობისგან

თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ჩავთვალე, რომ ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მხრიდან იქნებოდა ამ ეტაპზე ყველაზე სწორი პოზიცია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ნიკა მელიას საკითხზე გამართულ კენჭისყრაში.

„მე თავი შევიკავე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. როცა ასეთი სენსიტიური საკითხი განიხილება, რომელიც ეხება კოლეგას, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, საზოგადოებას შევპირდი, რომ მივიღებდი აპოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მსჯელობის ფონზე ჩავთვალე, რომ ეს იყო ის გადაწყვეტილება, ვგულისხმობს თავის შეკავებას, რომელიც ჩემი მხრიდან იქნებოდა ამ ეტაპზე ყველაზე სწორი პოზიცია",- განაცხადა ჯაშმა.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა მოთხოვნა მმართველი გუნდისგან პროკურატურის მოთხოვნაზე დადებითი პასუხი გაეცა ყველა უმრავლესობის დეპუტატს, ჯაში ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა.

ამასთან, ჯაში გადაწყვეტილების მიზეზებსაც განმარტავს.

„მე მქონდა სამართლებრივი და პრინციპული საფუძვლები ამის. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, როცა ასეთი სენსიტიური პერიოდია, განსაკუთრებით საზიანო შეიძლება ყოფილიყო ეს გადაწყვეტილება თავად პარლამენტის ინსტიტუტისთვის. ნამდვილად ვადასტურებ, რომ გიორგი გახარიამ იმ დღეს ნამდვილად დაიცვა პარლამენტი. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით მცირე წვლილი შევიტანე თავად ინსტიტუციის პატივისცემაში",- აღნიშნა ჯაშმა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა