გია ვოლსკი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე - ამ გადაწყვეტილებაზე სპეკულაცია არ ღირს

ამ გადაწყვეტილებაზე სპეკულაცია არ ღირს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის მიერ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხის მხარდაჭერას.

„პარლამენტმა ნიკანორ მელია ჩააყენა იგივე მდგომარეობაში, რაც ნებისმიერი მოქალაქის მდგომარეობა იქნებოდა, თუკი მის წინააღმდეგ ასეთი ბრალდებით საქმის წარმოებას დაიწყებდა პროკურატურა. ამაზე სპეკულაცია არ ღირს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა