შეკვეთილში  ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  მოშიმშიმშილეებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა

შეკვეთილში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოშიმშიმშილეებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა.

მას მედიკოსების დახმარება დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

,,ჯერ კიდევ გუშინ ვთხოვეთ პოლიციას, რომ მოსულიყო სასწრაფო და ემორიგევათ აქ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. იქ, სადაც მიმდინარობს შიმშილობის აქცია, მუდმივად უნდა იდგეს სასწრაფო“, -განაცხადა ერთ- ერთმა მოშიმშილე, გიგა ნაგერვაძემ.

მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან აქციის სხვა მონაწილეებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მოშიმშილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა