დიმიტრი ხუნდაძე რომან კაკულიაზე - როცა გუნდში არ აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას და შემდეგ გადაწყვეტილება განსხვავებულია, ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს

როცა არის გუნდში მსჯელობა და ისინი გუნდში არ აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას და შემდეგ გადაწყვეტილება არის განსხვავებული, ეს მსჯელობის საგანი უნდა იყო, - ამის შესახებ უნრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა- მოუწევს თუ არა რომან კაკულიას უმრავლესობის გუნდის დატოვება.

„ვფიქრობ, რომ ეს არის დეპუტატის გადასაწყვეტი კონკრეტულ მომენტში რა პოზიციას დაიჭერს და რა გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, როცა არის გუნდში მსჯელობა და ისინი შიგნით, გუნდში არ აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას და შემდეგ გადაწყვეტილება არის განსხვავებული, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს",- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

რომან კაკულია ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება გუშინ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა