ირაკლი კოვზანაძე - რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ,  ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური პასუხები უნდა გასცეს არსებულ გამოწვევებს

საქართველოს საბანკო სისტემა, უპირველეს ყოვლისა, კი ეროვნული ბანკი, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც „ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში“ წარადგინეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, დადებით რეპუტაციაზე მიუთითებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში და მხარდაჭერა, რომელიც მან ეროვნული ბანკისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოხატა გატარებული რეფორმების გამო.

„ცხოვრება მაინც წინ მიდის, ქალბატონ ლაგარდის ნათქვამს რომ დავესესხო, ჩვენ რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ. ეროვნულმა ბანკმა, მისმა ხელმძღვანელობამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ დროული და ადეკვატური პასუხები გასცეს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ტურისტულ სექტორში ამჟამად მიმდინარე მოვლენებისა და ლარის კურსის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა