ლევან იზორია - ჩვენ უფრო მეტი ნატო-თი ვიქნებით წარმოდგენილი საქართველოში, რაც არის ყველაზე საიმედო და მყარი გარანტია საფრთხეების შეკავებისთვის

ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

„მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები კონკრეტული გზავნილებითა და გეგმებით. პრაქტიკული თანამშრომლობის ის მექანიზმი, რომელიც გვაქვს ნატო-სთან და გარკვეულ ინიციატივებს მოიცავს, პროგრესით მიმდინარეობს. მეტიც, წელს უმრავლესი მათგანი წარმატებით დასრულდება. ჩვენ უკვე განვიხილავთ თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, რომელიც უფრო ყოვლისმომცველ სპექტრს მოიცავს, განსაკუთრებით ერთობლივი სწავლებების კომპონენტს; მათ შორის, ახალი ელემენტების - საზღვაო, ამფიბიური და კიბერუსაფრთხოების ინტეგრირება ერთობლივ სწავლებებში. ჩვენ უფრო მეტი ნატოთი ვიქნებით წარმოდგენილი საქართველოში, რაც არის ყველაზე საიმედო და მყარი გარანტია საფრთხეების შეკავებისთვის. ამ მიზნით, კონკრეტული გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რომ მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევა მიემართოს იმისკენ, რომ რეგიონში მეტი ნატო იყოს წარმოდგენილი. ეს კი, ყოვლისმომცველი სტრატეგიის ფარგლებში, რეგიონში ნატოს მხრიდან მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალს დაესწრო და შეხვედრები გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, მის მოადგილესთან და უცხოელ კოლეგებთან.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა