ანონსი 28 ივნისი

28 ივნისს, 10:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

28 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ასოციაცია „ათინათი“ გამართავს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ შემაჯამებელ გამოფენასა და კონფერენციას. ღონისძიებას გახსნის ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი.

მის: გარდენ ჰოლი, მის. კოსტავას ქუჩა 14

28 ივნისს, 11:00 საათზე, „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალი ბაბაევი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: იმ დეპუტატების საკითხი, ვინც, გუნდისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19

(ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

28 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2019 წლის მაისი

მის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; დადიანის #30

28 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

28 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტის, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ლარის რეკორდული გაუფასურება და ეროვნული ბანკის განცხადება. კრემლის მიერ საქართველოში ფრენებსა და ტურისტებზე დაწესებული სანქციები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო.: 593 53 45 24

28 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

28 ივნისს, 13:00 საათზე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე “მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ვადამდელი არჩევნები და შს მინისტრის საკითხი.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

28 ივნისს, 13:00 საათზე, მწერალთა სახლში პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე მიწვეული არიან მწერლები და მწერალთა სახლის გულშემატკივრები.

მის.: ი.მაჩაბლის #13

28 ივნისს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის:. პ. ინგოროყვას 7

28 ივნისს, 15:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, კანტის აკადემიის ორგანიზებით, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

მის: ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“, რუსთაველის 40

საკონტაქტო: ელენე გამეზარდაშვილი - 577177517

28 ივნისს, 17.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა