სუს-ი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის გადაადგილების უკანონოდ შეზღუდვად აფასებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოსახლეობისთვის გადაადგილების უკანონოდ შეზღუდვად აფასებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.

"აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ცალსახად განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სუს-ში.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. აფხაზური მედიის ცნობით, ამის მიზეზი ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციებია, რომელიც, დე ფაქტო ხელისუფლების აზრით, პროვოკაციული ხასიათისაა.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის აპირებს დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის გახსნას. ამ გადაწყვეტილებმა გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს პრობლემები უკვე შეუქმნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს