აკაკი ბობოხიძე - გიორგი  გახარია ვერ ბედავს და ვერ ამბობს, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება, იმიტომ, რომ ივანიშვილს ხელს ვერ დაადებს

გიორგი გახარია ვერ ბედავს და იმას ვერ ამბობს, თუ ვინ გასცა ბრძანება. იმიტომ, რომ გახარია საქართველოს უახლოეს ისტორიაში ივანიშვილს ხელს ვერ და არ დაადებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიამ გუშინ დაადასტურა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, რომ მოლაპარაკებაზე შემოთავაზება სწორედ მისგან მოდიოდა.

„არაბუნებრივია და გაუგებარია, როდესაც ადამიანი მოლაპარაკებაზე გიწვევს და შეხვედრაზე ჩემი შუამავლობით თანხმობას იღებს, რატომ სცემს დარბევის ბრძანებას 10 წუთის შემდეგ. ამ ფაქტს ახსნა ვერ მოეძებნება, მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება არსებობდეს. გახარიას მოლაპარაკება ვიღაცამ აუკრძალა და გახარიას ვიღაცამ უბრძანა დაუყოვნებლივ დაეწყო აქციის დარბევა, იმ მომენტში , სადაც ძიძგილაობა უკვე შეწყვეტილი იყო.

ეტყობა, აქციის დარბევაზეც და მოლაპარაკების შეწყვეტაზეც გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა თავისი დამღა გახარიას დაარტყა და ამ დამღას სახელად ჯალათი ჰქვია. გახარია მთელი ცხოვრება ამ დაღით ივლის”, - განაცხადა ბობოხიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს