მარიამ ჯაში - ვწუხვარ, თუკი ჩემს კოლეგებს უხერხულობა შევუქმენი, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი, თუნდაც დამატებითი კონსულტაციები  ყოფილიყო

ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, არ შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განუცხადა.

მმართველი გუნდის დეპუტატი იმედოვნებს, რომ კოლეგებთან პოზიციებს დაახლოებს და დეტალურად გააცნობს მისი გადაწყვეტილების მიზეზს, რის გამოც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა.

“მთავარია, რომ გაიმართოს გუნდის შიგნით ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა. ბუნებრივია, მე ჩემს პოზიციებს უფრო დეტალურად გავაცნობ ჩემს კოლეგებს და მეგობრებს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს პოზიციებს დავაახლოებთ. როდესაც ჩვენ გვქონდა უმრავლესობის ფორმატში განხილვა აღნიშნული საკითხის, შეთანხმება იყო, რომ მყარი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში გვექმებოდა თუ არა თამხმობის პოზიცია. ბუნებრივია, მყარი მტკიცებულების შემთხვევაში მეც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი. მოდით, ჩავთვალოთ, რომ მე მაქვს ნაკლები გამოცდილება იურისპუდენციაში და სამართალწარმოებაში და რამდენადაც ვიხილავდით საკმაოდ სენსიტიურ საკითხს ჩვენი კოლეგის, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს, მე ჩავთვალე, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იმ მომენტისთვის იქნებოდა თავშეკავება. ჩემი მოლოდინი იყო, რომ მოხდებოდა დამატებითი მასალების გადაცემა. სამწუხაროდ, ჩვენ არმოგვეცა დამატებითი მასალების განხილვის შესაძლებლობა პლენარულ სხომაზე და ამდენად კომიტეტების ფორმატში განხილული ინფორმაციის საფუძველზე მე თავი შევიკავე. ბუნებრივია, გუნდს აქვს თავისი წესები, მე უბრალოდ არ მომეცა საშუალება შეზღუდული დროის ფორმატიდან გამომდინარე, კენჭისყრამდე უმრავლესობის ფორმატში ჩემი განსხვავებული აზრი დამეფიქსირებინა და სწორედ ამიტომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვღებულობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. არავითარი ზეწოლა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, არ შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა 4-მა დეპუტატმა - მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ ნიკა მელიასთავის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მმართველი გუნდის წევრები გეგმავენ, აღნიშნული პირების განსხვავებულ პოზიციასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომაზე მათგან განმარტებები მოისმინონ. უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა