ზაზა ხუციშვილი - თუ გვაქვს განსხვავებული აზრი, გუნდისთვის მისაღებია, მაგრამ  ცნობილი უნდა იყოს,  ვინ, რამდენი და რას აძლევს ხმას

სხვა შემთხვევებიც იყო, როდესაც გუნდის წევრებს ჰქონდათ სხვა პოზიციები და მაშინაც ასეთივე მოთხოვნა იყო, რომ თუ გვაქვს განსხვავებული აზრი, გუნდისთვის მისაღებია, მაგრამ ეს გუნდისთვის ცნობილი უნდა იყოს", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო.უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული დეპუტატების გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას არ დაუჭირეს მხარი,უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა არ ყოფილა. დეპუტატსს თქმით, შესაბამისად, განხილული არ ყოფილა არც შესაძლო სანქციები, რომელიც მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში შესაძლოა ამოქმედდეს.

"ამ საკითხზე არ ყოფილა საუბარი, რატომ, რისთვის და ა.შ. სხვა შემთხვევებიც იყო, როდესაც გუნდის წევრებს ჰქონდათ სხვა პოზიციები და მაშინაც ასეთივე მოთხოვნა იყო, რომ თუ გვაქვს განსხვავებული აზრი, გუნდისთვის მისაღებია, მაგრამ გუნდისთვის ცნობილი უნდა იყოს, ვინ, რამდენი და რას აძლევს ხმას“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა