ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას იუბილე მიულოცა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დაარსებიდან სამი წელი შესრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში სკოლამ უსაფრთხოების სექტორის 3677 პირი გადაამზადა და უწყებათაშორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

მათივე ცნობით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იუბილე მიულოცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების წარმატებით დასრულების პროცესს და აღნიშნა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

„თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო თანამშრომლობაზე და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც თავდაცვის ტრანსფორმაციისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უწყობს ხელს. მინისტრმა ასევე შეაჯამა მიმდინარე წლის ვიზიტები აშშ-ში, იტალიასა და ბრიუსელში.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. სკოლა საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ვითარდება. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი, შტეფან ანიჰოფერი აცხადებს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მუდმივად ვითარდება და დროთა განმავლობაში „საოცარი პროგრესი აქვს“.

„გასულ წელს მე მოვიხსენიე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, როგორც არქიტექტორების გუნდი, რადგან ისინი არიან მშენებლები, კომპოზიტორების და ჯამში ისინი წარმოადგენენ ერთ დიდ ორკესტრს. ეს სკოლა 36 თვის წინ დაარსდა და მადლობელი ვარ საქართველოსი, რომ დღეს აქ თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მუდმივად ვითარდება და აქვს გასაოცარი პროგრესი დროთა განმავლობაში. ეს არის გუნდი ადამიანების, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან საერთაშორისო საზოგადოებასთან, არიან საქართველოს ელჩები მსოფლიოს ინტელექტუალურ, სამხედრო და აკადემიურ სამყაროში. ისინი ასევე მჭიდრო კავშირს ამყარებენ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ინსტიტუციებთან. ვულოცავ DIB სკოლას დაბადების დღეს და წარმატებებს ვუსურვებ”, - აცხადებს შტეფან ანიჰოფერი.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა