რამაზ საყვარელიძე -  შთაბეჭდილება რჩება, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეებისკენ მიშვერილი თოფის სამიზნე გახარიაც იყო

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, 20 ივნისის შემდეგ შიდა პოლიტიკაში ვითარება უკიდურესად გამწვავებულია. არ ცხრება აქციები შს მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მომხდარზე ხელისუფლებასა და ხელისუფლების ოპონენტებს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან’ ინტერვიუში განაცხადა, რომ შიდა პოლიტიკაში ერთი ეტაპი დასრულდა და ახალი ეტაპი დაიწყო. „შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით - „დღეს რაც ხდება, არის სახელმწიფოებრიობის განვითარების პროცესში სერიოზული გზის გასაყარი“.

თქვენ დაკვირვებით, სავარუდოდ, რა ეტაპი დაიწყო ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და რატომაა ქვეყანა „სერიოზულ გზის გასაყარზე?

- მე მზა პასუხი არ მაქვს. ახლა თქვენთან ერთად ვეცდები, თანამიმდევრული მსჯელობით გავცე პასუხი თქვენს საინტერესო კითხვას. ხელისუფლებისკენ მიმართულ საპროტესტო აქციას რამდენიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

პირველი შედეგი არის, სახელისუფლო გუნდის წასვლა ხელისუფლებიდან რევოლუციით, არჩევნების გარეშე - ასე წავიდა გამსახურდიას და შევარდნაძის გუნდი.

თუ ხელისუფლება გახარიას გადააყენებს, ეს, ყველაფერთან ერთად, მისი სისუსტის ნიშანი იქნება და მომავალ არჩევნებში იმოქმედებს „ოცნების“ რეიტინგზე

მეორე ვარიანტია, რომ მიტინგი არ ცვლის ხელისუფლებას, მაგრამ ისე ასუსტებს მის რეიტინგს, რომ არჩევნებში არაეფექტური ხდებოდა სახელისუფლო გუნდი.

ამის მაგალითები ადრეც იყო და ასე მოხდა 2012 წელსაც, როცა ივანიშვილმა უარი თქვა რევოლუციურ სცენარზე, მაგრამ არჩევნებით დაამარცხა მეტოქე დიდი მიტინგის მოწყობის შემდეგ.

თეორიულად არის მესამე ვარიანტიც - საარჩევნოდ შემცირდეს ოპოზიციის რეიტინგი. ამ ვარიანტის ამოქმედებას ყოველთვის ცდილობდა ხელისუფლება, მაგრამ არ მახსენდება, რომ ოდესმე გამოსვლოდეს.

დღეს სამივე ვარიანტი აქტუალურია. რევოლუციურ სცენარზე მინიშნება იყო პარლამენტის აღების მოწოდებაში. ეს სცენარი ჩაიშალა, მაგრამ არაა მოხსნილი დღის წესრიგიდან.

არაა გამორიცხული მესამე სცენარიც - საარჩევნოდ ოპოზიციის რეიტინგის დაცემა. ფაქტია, რომ რუსთაველზე საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი დგას

ხელისუფლების დასუსტების სცენარიც სახეზეა - ორი დათმობის შემდეგ მესამეს ითხოვს მიტინგი. თუ ხელისუფლება გახარიას გადააყენებს, ეს, ყველაფერთან ერთად, მისი სისუსტის ნიშანი იქნება და მომავალ არჩევნებში იმოქმედებს „ოცნების“ რეიტინგზე.

არაა გამორიცხული მესამე სცენარიც - საარჩევნოდ ოპოზიციის რეიტინგის დაცემა. ფაქტია, რომ რუსთაველზე საქართველოს მოსახლეობის მცირე ნაწილი დგას. ისიც ფაქტია, რომ აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნები „ნაციონალებმა“ წააგეს, ანუ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს მათი მოსვლა ხელისუფლებაში.

ამ მესამე სცენარის მაღალი ალბათობა მიმაჩნია დღევანდელი დღის სპეციფიკად. ამ მხრივ მართლაც შეიძლება ეს ეტაპი აღმოჩნდეს სიახლის და პოლიტიკური გზის გასაყარის სტიმული

თუ არაპოპულარული „ნაციონალების“ ან მათი პარტნიორების მოწყობილი საპროტესტო აქციები გაგრძელდება, მოსახლეობის უმრავლესობა ამას ძალადობად აღიქვამს და არჩევნებში კიდევ უფრო ეცდება „ნაციონალების“ დაშორებას ხელისუფლებიდან.

თუ მიტინგში ჩართულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა რევოლუცია ვერ მოახდინეს, კიდევ უფრო შეუმცირდებათ არჩევნების მოგების შანსი, რაც მესამე სცენარის რეალიზაცია იქნება.

თუ დიალოგი დაიწყო, რასაც ასე ბეჯითად მოგვიწოდებენ უცხოელი მეგობრები, ეს მართლაც იქნება სიახლე და ახალი პოლიტიკური სტილი

ამ მესამე სცენარის მაღალი ალბათობა მიმაჩნია დღევანდელი დღის სპეციფიკად. ამ მხრივ მართლაც შეიძლება ეს ეტაპი აღმოჩნდეს სიახლის და პოლიტიკური გზის გასაყარის სტიმული. სტიმულზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ თუ ოპოზიციამ კარგად აწონა ეს შესაძლებლობები, იგი დაინტერესებული უნდა იყოს დიალოგით.

თუ დიალოგი დაიწყო, რასაც ასე ბეჯითად მოგვიწოდებენ უცხოელი მეგობრები, ეს მართლაც იქნება სიახლე და ახალი პოლიტიკური სტილი. არადა, ხელისუფლების ქუჩიდან გადაგდება საქართველოსთვის სიახლე კი არ არის, არის დაბრუნება 90-იან წლებში.

- 20 ივნისის მოვლენების დრამატულად და ტრაგიკულად განვითარებაში ხელისუფლება ბრალს «ნაცმოძრაობასა“ და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სდებს.

„ოცნების“ მხარდამჭერები დარწმუნებული არიან, რომ „ნაციონალები“ და მათთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფები რევოლუციისთვის ემზადებოდნენ და ამ ხაზს ახლაც აგრძელებენ.

თუ გადატრიალება მზადდებოდა, საქმე სადაა და რატომ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს, როგორც თავად ამტკიცებს რევოლუციის ორგანიზატორის, კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებისთვის?

- ხელისუფლების მოქმედებები ხშირად არის გაუგებარი, განსაკუთრებით - „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში. პირველად გვესმის ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მოწოდება „ნაციონალებისგან“?!

„ოცნებას“ მეტ-ნაკლებად „ოცნება“ ეხერხება, მოქმედება - არა. ამ გუნდში ერთ-ერთი რაციონალური და საქმიანი ადამიანი გახარიაა და ამიტომაა მასზე გადატანილი შეტევა

ზუგდიდის არჩევნების შემდეგ „ნაციონალებმა“ განაცხადეს, რომ არჩევნებს აზრი არა აქვსო. ეს ნიშნავს ძალადობრივი მოქმედებების გამართლებას, მაგრამ ხელისუფლებამ შეიბერტყა ყური?

აქ არ შეიბერტყეს და თქვენ გიკვირთ კიევში რატომ არ წავიდნენო. „ოცნებას“ მეტ-ნაკლებად ოცნება ეხერხება, მოქმედება - არა. ამ გუნდში ერთ-ერთი რაციონალური და საქმიანი ადამიანი გახარიაა და ამიტომაც არის მასზე გადატანილი შეტევა.

ვნახოთ, ეს მრავლგზის შეპირებული გამოძიება თუ რაიმეს მოიტანს რეალურს. თუ არადა, „ნაციონალებზე“ რიტორიკული გადაბრალება უკვე დამაჯერებლობას კარგავს. ამდენად, ახლა გამოძიების ხელშია „ოცნების“ რეიტინგი

ამავე მიზეზით არ შეუძლია „ოცნებას“ გახარიას დათმობა, გარდა იმისა, რომ ზედმეტი დათმობა არ სურს. ვნახოთ, ეს მრავლგზის შეპირებული გამოძიება თუ რაიმეს მოიტანს რეალურს. თუ არადა, „ნაციონალებზე“ რიტორიკული გადაბრალება უკვე დამაჯერებლობას კარგავს. ამდენად, ახლა გამოძიების ხელშია „ოცნების“ რეიტინგი.

- აქციის მონაწილეები გახარიას გადადგომას კი ითხოვენ, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველი ძალა არ აპირებს კობახიძის მსგავსად გაუშვას შს მინისტრი. მმართველი გუნდის წევრებმა მის დასაცავად საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

20 ივნისის მოვლენათა ქრონოლოგია კი იმგვარია, რომ ძნელი გასარკვევია, ვინ ვის წინააღმდეგ და რა მიზნებით მოქმედებდა. ეს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ თავად სახელისუფლებო ვერტიკალსაც ეხება. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?

- გეთანხმებით, გახარიას, როგორც ძლიერ მინისტრს, ალბათ ბევრი მტერი ჰყავდა. ეს ის გახარიაა, რომელმაც მოლაპარაკებით, ძალის გამოყენების გარეშე მოაგვარა „ბასიანის“ თუ პანკისის კონფლიქტები.

ჟურნალისტების კითხვაზე - ვინ გასცა ბრძანება? გახარიას პასუხი ორაზროვანი იყო. მე ამან ეჭვი გამიჩინა, რომ გახარიას მისი გუნდიდანაც დაუგეს ხაფანგი

ამ უკანასკნელში პოლიციაზე ძალადობაც იყო, მაგრამ გახარიას საპასუხო ძალა არ გამოუყენებია. 20 ივნისს კი დაიხატა ჯალათი გახარიას სურათი, რაც არ ებმის მის წინა მოქმედებებს.

სტილის ასეთი შეცვლა უცნაურია. ამიტომ ეკითხებოდნენ ჯიუტად ჟურნალისტები გახარიას - ვინ გასცა ბრძანებაო. გახსოვთ მისი ორაზროვანი პასუხიც. მე ამან ეჭვი გამიჩინა, რომ გახარიას მისი გუნდიდანაც დაუგეს ხაფანგი.

შთაბაჭდილება რჩება, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეებსკენ მიშვერილი თოფის სამიზნე გახარიაც იყო. ვნახოთ, რა ფაქტები ამოტივტივდება მომავალში. კმაყოფილი ვიქნები, თუ არ გამართლდება ჩვენი ეჭვები

საინტერესო კიდევ ის არის, რომ არავინ ხმას არ იღებს უშიშროების სამსახურზე, მის საქმიანობაზე იმ ღამეს. თუ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, უშიშროების სამსახური ხომ უნდა ჩართულიყო პროცესში. ამაზე დუმს მიტინგიც და ხელისუფლებაც.

ამიტომ, ისეთი შთაბაჭდილება რჩება, რომ 20 ივნისის ღამეს მომიტინგეებსკენ მიშვერილი თოფის სამიზნე გახარიაც იყო. ვნახოთ, რა ფაქტები ამოტივტივდება მომავალში. კმაყოფილი ვიქნები, თუ არ გამართლდება ჩვენი ეჭვები.

- თუ ისევ დავით უსუფაშვილს დავესეხებით, ერთი მხრივ ლოგიკურად გამოიყურება მტკიცება - „თუ გახარია არ გაუშვეს , ან არ გადადგა, მაშინ მივიღებთ უკიდურესად დასუსტებულ ხელისუფლებას, სწორედ შსს-ში მინისტრად გახარიას დარჩენის გამო“.

მაგრამ, მეორე მხრივ, გახარიას პოლიტიკური სცენიდან წასვლა მმართველი გუნდის მხრიდან მარცხის აღიარების ტოლფასი იქნებოდა. თქვენი დაკვირვებით, შექმნილ ვითარებაში რა ნაბიჯები იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან საუკეთესო სვლა?

- ხელისუფლებამ ადრე იმდენჯერ გააკეთა წამგებიანი სვლა, რომ ახლა მომგებიანი სვლის მოძებნაც კი ძნელია. უცხოელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, მაგრამ მოსახლეობას არ სჯერა ჩვენი საგამოძიებო ორგანოების ობიექტურობის და შეიძლება ისევ ჩიხი შეიქმნას.

იქნებ, 20 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებაში დიპლომატების დახმარებით უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე გვეფიქრა, რომლებსაც ენდობა მოსახლეობა

არ ვიცი, რამდენად რეალისტურ რამეს ვამბობ, მაგრამ იქნებ 20 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებაში დიპლომატების დახმარებით უცხოელი სპეციალისტები ჩართვაზე გვეფიქრა, რომლებსაც ენდობა მოსახლეობა. მეორე მხრივ, მთავარი, რასაც ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ მშვიდობიანოდ მიიყვანოს ქვეყანა არჩევნებამდე.

- მმართველმა გუნდმა უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში უკვე არსებობს იმ წინადადებების პროექტი, რაზეც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.

ახლა პარლამენტში დარეგისტრირებულია ოპოზიციის მიერ ინიციირებული წინადადებები პროპორციული არჩევნების 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარების შესახებ და მმართველი გუნდის იგივე შეთავაზება, ოღონდ 0%- პროცენტიანი ბარიერით.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა საგანგებო განცხადებით მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ მოუწოდეს, თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ოპოზიციის მიერ ინიციირებულ პროექტს პროპორციული სისტემითა და 3%-იანი ბარიერით ჩატარების თაობაზე?

ვიმედოვნებ, რომ კონსულტაციების ეტაპი კონსტრუქციული იქნება

- თქვენ ახლა დააკონკრეტეთ ჩემი აზრი, მადლობელი ვარ. დიდი ალბათობაა იმის, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს პროექტს, მაგრამ იქამდე კონსულტაციები უნდა გაიმართოს, რადგან ბარიერზე განსხვავებული აზრია.

ვიმედოვნებ, რომ კონსულტაციების ეტაპი კონსტრუქციული იქნება.

- დამკვირვებელთა ერთი ნაწილის მტკიცებით, ყველაფერი, რაც ახლა ჩვენში ხდება, გარე ფაქტორებს უკავშირდება. ორივე მხარე ერთმანეთს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში ადანაშაულებს.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თუ აქამდე ივანიშვილი ახერხებდა ვაშინგტონისა და მოსკოვის მიმართულებით დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას, ახლა ორივე მხარე მისგან ან ერთი, ან მეორე მიმართულებით უფრო მკაფიო მოქმედებებს ელის.

თქვენი აზრით, სავარუდოდ, რამდენად საფუძვლიანიად გამოიყურება ან ერთი, ან მეორე მტკიცებები საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში?

- გვინახავს, რომ ხალხის სახელით ხშირად მოითხოვდა მიტინგი ხელისუფლების შეცვლას. დღემდე კამათის საგანია და ვერ დაგვიდგენია, ხალხის სახელით მომხდარ ამ ცვლილებებში ჩართული იყო თუ არა სხვა ქვეყნები. რევოლუციებში ეს ყოველთვის ძნელი დასადგენია.

ადვილი არაა გაიგო ვინ ითბობს ხელს, როცა შენ სახლს ცეცხლი უკიდია

აგერ ახლა ირკვევა, რომ ბოლშევიკების რევოლუციას გერმანელები ეხმარებოდნენ რუსეთის გამოსათიშად მსოფლიო ომიდან. ეს მაგალითიც საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ ადვილი არაა გაიგო, ვინ ითბობს ხელს, როცა შენ სახლს ცეცხლი უკიდია.

ამიტომაა, რომ გადატრიალებები მიუღებელია დასავლეთისთვის და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ ლეგიტიმურ გზად არჩევნებია აღიარებული. ეს, რაც შეეხება პოლიტიკურ სტანდარტებს.

ახლა, რაც შეეხება „ვინ ითბობს ხელს“ დღვანდელ ხანძარზე. პომპეომ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის აშენებით ამერიკაა დაინტერესებულიო. ისიც მიამატა, რომ ეს რუსეთის გავლენისგან დაგიცავთო.

პორტის მშენებლობაში ინვესტიციების დიდი წილი კერძო ინვესტორებმა უნდა განახორციელონ, რომლებიც სახელმწიფოსგან დაცვას და გარანტიებს ითხოვენ. საკითხავია, საქართველოს პარლამენტის დღეს შემყურე ინვესტორი მოისურვებს მრავალმილიონიანი ინვეტიციების ჩადებას საქართველოში?! ალბათ, კითხვის ნიშნების გაუჩნდება.

რუსეთის წარმომადგენლის თავხედობიდან დაიწყო ყველაფერი. მოვლენათა და ინტერესთა ამ თანხვედრის გამო სავარაუდოა, რომ რუსეთია დაინტერესებული საქართველოს შეუქმნას არასტაბილური ქვეყნის იმიჯი, სადაც ტურისტიც კი დაუცველია

ამაზე უკვე ხელს ითბობს რუსეთი, რომელიც ხან პანკისელთა უკმაყოფილებით, ხან სექსუალურ უმცირესობათა პრობლემით ცდილობდა არეულობის შექმნას.

ახლაც რუსეთის წარმომადგენლის თავხედობიდან დაიწყო ყველაფერი. მოვლენათა და ინტერესთა ამ თანხვედრის გამო სავარაუდოა, რომ რუსეთია დაინტერესებული საქართველოს შეუქმნას არასტაბილური ქვეყნის იმიჯი, სადაც ტურისტიც კი დაუცველია.

საბედნიეროდ, პოლიტიკური დასავლეთი არ წამოეგო ამ ანკესზე, მაგრამ ინვესტორების დაშინების საფრთხე არსებობს.

იქნებ ყველა მხარემ იზრუნოს, რომ მოძებნოს პროტესტის ნაკლებად დემონსტრაციული ფორმები, რომელიც ხელისუფლებას შეაშინებს და ინვესტორებს - არა.

ყველა ლაპარაკობს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და, ვფიქრობ, მოძებნიან გზებს, რომ მას სირთულეები არ შეხვდეს. სხვა ინვესტიციებზე არაფერს ვამბობ, მათ ნაკლები პოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან