თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაჭრილებს შორის არც ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დიპლომატიურ რაიონში, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. დაჭრილია ათობით ადამიანი. ტერაქტზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს