ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურის ხიდზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას 50-მე აბიტურიენტი ელოდება

ოკუპირებული აფხაზეთიდან, ენგურის ხიდზე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას 50-მე აბიტურიენტი ელოდება. ისინი ე.წ. საზღვართან დილის რვა საათიდან იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მათგანმა განუცხადა, მათ კატეგორიული უარი მიიღეს გამოშვებაზე.

„სიაში ვინც ვართ აბიტურიენტები, არ გვიშვებენ. ეს სია გუშინ მივაწოდეთ. გვითხრეს, ვინც აბიტურიენტები ხართ, ყველა მიდით გალის პოლიციაში და ჩაეწერეთო. დღეს კი გვეუბნებიან, ვინც იმ სიაში ხართ, იმათ არ გაგიშვებთო“, - ამბობს აბიტურიენტი.

ენგურის ხიდზე მიმოსვლა ამ დრომდე შეზღუდულია. გადაადგილება მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და ექიმის ცნობის მქონე პირებს შეუძლიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა