ანონსი 2 ივლისი

2 ივლისს, 10:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის საპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენა გაიმართება.

2 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე "თბილსერვის ჯგუფის" მიერ შეძენილი ახალი ტექნიკის პრეზენტაციას დაესწრება.

მის: ევროპის მოედანი

საკონტაქტო: ეკა 598 16 32 35

2 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N419 (C კორპუსი, IV სართული)

2 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: 20-21 ივნისის მოვლენები და აქციის დაშლის საკითხი. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების მოთხოვნები და ხელისუფლების რეაგირება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 ივლისს, 11:30 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: პროპორციული არჩევნები და კონსულტაციები მმართველ გუნდთან.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

2 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

2 ივლისს, 12:00 საათზე, კრიმინალისტიკური ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ე.წ. ტყვიები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

2 ივლისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს სამეფო კლუბის“ სპიკერი გია მამალაძე და კლუბის იურიდიული კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „სამეფო კლუბი“ ოკუპაციის შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს. საპროტესტო აქციები რუსთაველზე - „რა მოთხოვნა უნდა დამდგარიყო აქციებზე და რაზე არ ამახვილებს ყურადღებას პოლიტიკური სპექტრი?“

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში”, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს წარუდგენს საზოგადოებას.

მის: თელავის ქუჩა N20

2 ივლისს, 12:30 საათზე, დავით უსუფაშვილი “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

2 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

2 ივლისს, 14:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC) ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგებს წარადგენენ და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით მაღალი რეიტინგის მქონე მუნიციპალიტეტებს დააჯილდოებენ.

მის.: სასტუმრო „რუმსი“

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი (IDFI) - 599 500 137

2 ივლისს, 18:30 საათზე, ზუგდიდში, დადიანების კომპლექსში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი 2 ახალ პროექტს წარადგენს.

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა