ზაქარია ქუცნაშვილი - აქციებს უძღვება მიშა მშვილდაძე, ვინ არის ის?! იუმორისტი? - უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი

ვინ არის მიშა მშვილდაძე?! იუმორისტი? - უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი და ყველამ ნახა, რომ თავიდან ბოლომდე ყოფილა პოლიტიკაში ჩართული, - ეს შეფასება „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა, რომელიც დეპუტატის მანდატს ტოვებს.

მისივე თქმით, აქციები, რომელიც რუსთაველზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს, მართულია.

„ვინ უძღვება აქციებს, ყველა ხედავს. მიშა მშვილდაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. საზოგადოების მოტყუება, რომ ეს აქციები მართული არ არის ან აქციის ჩატარებით პარტიები დაინტერესებულები არ არიან, მე არ მჯერა. ვინ არის მიშა მშვილდაძე?! იუმორისტი? - უკრაინაშიც ეგონათ ზელენსკი იუმორისტი და ყველამ ნახა, რომ თავიდან ბოლომდე ყოფილა პოლიტიკაში ჩართული. მიშა მშვილდაძე არ გახლავთ იუმორისტი, ის „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი აპოლოგეტია“, - დასძინა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას შინააგნ საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ქუცნაშვილს არ აქვს კონკრეტული პასუხი, უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან გიორგი გახარია.

„ობიექტური შეფასებების დრო ჯერ არ დამდგარა. აქედან გამომდინარე. მე შევიკავებ თავს კონკრეტული კომენტარისგან,“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ის ფიქრობს, რომ დრო არც მომხდარის შეფასებისთვის არ დამდგარა და ეს მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საზოგადოებაში ემოციური ფონი გადაივლის. რაც შეხება კითხვას მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით და იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში 2020 წლის არჩევნებისთვის, ზაქარია ქუცნაშვილმა შემდეგი შინაარსისი პასუხი გასცა:

„მე ვამბობ, რომ ჯერ ობიექტური შეფასებებისთვის დრო არ დამდგარა და თქვენ უკვე წელიწადნახევრით წინ გადახვედით, თუმცა მე როგორც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვრჩები მის რიგებში“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველოში რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ განაცხადა, თუმცა პარლამენტს მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ჯერ არ უმსჯელია.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს