სერგი კაპანაძე -  “ქართულმა ოცნებამ” თავისი არითმეტიკა შიგნით უნდა დაალაგოს, დაუჯერებელია, როდესაც ამბობენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ხმები არ ექნებათ

ის, რომ მაჟორიტარების ნაწილი არ უჭერს მხარს, გასაგებია და სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს სისტემა. სწორედ ისინი არიან თავიანთ ინტერესებს მორგებული და პირდაპირ ემსახურებიან ივანიშვილს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კაპანაძის თქმით, “ევროპული საქართველო” პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს დაუჭერს მხარს, რადგან ისიც კი უკეთესია დღეს არსებულ მოდელზე.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბოლოო ჯამში “ქართულმა ოცნებამ” შიგნით უნდა დაალაგოს თავისი არითმეტიკა. სრულიად დაუჯერებელია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ მათ ხმები არ ექნებათ. ჩვენ ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“ ჩვენი 20 ხმით ვაპირებთ, რომ პროპორციულზე გადასვლას მხარი დავუჭიროთ. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ სამუშაო პროცესი პარლამენტის შიგნით გავაუმჯობესოთ. თუ ეს გაუმჯობესება არ გამოვა, იმას, რაც არის შემოთავაზებული მაინც ვაპირებთ, რომ მხარი დავუჭიროთ, რადგან შემოთავაზებული სისტემა არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არსებული -მაჟორიტარული”, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა