კახა კალაძე ნიკა მელიაზე - ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს, მაგრამ პოლიტიკოსებს რიგით ადამიანზე ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია

ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს და რაღაც კმაყოფილებას ვერ მივიღებ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ნიკა მელიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

თუმცა, როგორც კალაძე აცხადებს, პოლიტიკოსებს რიგით ადამიანებზე ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ და ყველამ თავის ჩადენილ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი.

„ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს და რაღაც კმაყოფილებას ვერ მივიღებ. ვინც არ უნდა იყოს, რა მძიმე პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, რთულია როდესაც ადამიანი მიდის ციხეში, ადამიანურად ვამბობ, მაგრამ მეორე თემა არის, როდესაც პოლიტიკოსი, პოლიტიკური ფიგურა ხარ, ჩვენ ჩვეულებრივ რიგით ადამიანზე მეტად ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. შესაბამისად, ის ქმედება, ის განცხადებები, მოწოდებები რაც ჩვენ მოვისმინეთ 20 ივნისის საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე და რა შედეგიც მოჰყვა ყველამ ვნახეთ. შესაბამისად, მე ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მაგრამ ერთს ვიტყვი, ცხადია, იკვეთება დანაშაულები და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში . იყო გადაცდომები? - რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვის ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვის ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევრდნისკენ. ზოგადად, უნდა უნდა შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა გადატრიალების და დამხობის გზით, ურთიერთდაპირისპირების და სამოქალაქო შუღლის გზით არამედ, არჩევნების გზით მიიღებენ მოქალაქეები გადაწყვეტილებას, თუ ვის უნდა ჩააბაროს ქვეყანა",- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა