თუ ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება 15 ივლისამდე არ შეუწყდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში პარლამენტის შუალედური არჩევნები ვეღარ ჩატარდება

იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების“ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისამდე არ შეუწყდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში, რომლის მაჟორიტარიც ქუცნაშვილია, პარლამენტის შუალედური არჩევნები ვეღარ ჩატარდება. შესაბამისად, ამ სამ მუნიციპალიტეტს მოქმედ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი აღარ ეყოლება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ქუცნაშვილმა განუცხადა, განცხადება მანდატის შეწვეტის თაობაზე მან გასულ კვირას დაწერა და ის განსახილველად მზად არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით მსვლელობა ჯერ არ მისცემია. უმრავლესობაში ჯერ არც ის იციან, მოწვეული იქნება თუ არა პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა 15 ივლისამდე.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში ან ოქტომბერში იმართება. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, თუ დეპუტატს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე უწყდება, შუალედური არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში ტარდება, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.

შესაბამისად, ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების 15 ივლისის შემდეგ შეწყვეტის შემთხვევაში, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში პარლამენტის შუალედური არჩევნები 2020 წლის მაისში ვეღარ გაიმართება, რადგან 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა