ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას ტურისტების შემცირების მოლოდინს უკავშირებს

არსებობს გარკვეული მოლოდინები, დღევანდელ დღეს მუშაობს ის ასპექტი, რაც გამოიწვია ტურისტული ნაკადების შემცირებამ და შეწყვეტამ, ლარზე აისახა ეს მოვლენა და დევალვაცია მოხდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბოუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ლარის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ამოიწურება, ეს ლარის კურსზეც აისახება.

„ ჩვენ ძალიან კარგი ტრენდი გვქონდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მცირდებოდა, არც ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუარესებული არ გახლავთ, მაგრამ მოგეხსენებათ არსებობს გარკვეული მოლოდინები, გადმოცემის მექანიზმები. ვფიქრობ, რომ როგორც კი ეს აჟიოტაჟი წყნარდება, ლარის კურსზე შესაბამისად გავლენა მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კრიტიკა არის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ჩვენ როდესაც მსგავსი შოკები გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ეგზოგენული მოვლენა, ასეთ დროს გაცვლითი კურსი არის კარგი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს დავიცვათ საქართველოს ეკონომიკის მთავარი მიმართულებები,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა