ჯანდაცვის მინისტრი 20 ივნისს დაშავებულებისთვის კომპენსაციაზე - ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული

კომპენსაციებთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული. ჩვენ ალბათ, ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 20 ივნისის ღამეს დაშავებულებისთვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულებთან მიმართებაში საკმაოდ დადებითი დინამიკა და კარგი შედეგი დგას.

„ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი და მათი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

ხუთი პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფება და ისინი ჩვენი და პარტნიორი კლინიკების მხრიდანაც მუდმივი მონიტირინგის ქვეშ არიან. ჩვენ გვაქვს მუდმივი ინფორმაცია ამ პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

რაც შეეხება დავით გრიგორიანს, რომელიც საავადმყოფოში თავში მიყენებული ჭრილობებით მკურნალობს, მინისტრის თქმით, მას აქვს ძალიან კარგი დინამიკა და ისიც გაემგზავრება საზღვარგარეთ სამკურნალოდ. რაც შეეხება მიყენებულ დაზიანებებს, ტიკარაძის განმარტებით, ამას გამოძიება დეტალურ პასუხებს გასცემს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა