შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ 20 ივნისს პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფებიც იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან საოკუპაციო ხაზებთან განლაგებული ქვედანაყოფებიც იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, 20 ივნისს პარლამენტთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გდდ-ს სამმართველოების მორიგე და სათადარიგო დანაყოფები.

„ღონისძიებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საოკუპაციო ხაზებთან განლაგებულ ქვედანაყოფებს მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად საგუშაგოებზე მყოფი პირადი შემადგენლობა არ მოხსნილა მორიგეობიდან“, - განაცხადეს შსს-ში მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა