ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქუცნაშვილი დატოვებს პარლამენტს, თუმცა ეს საკითხი ახლა უმნიშვნელო ჩანს

ქუცნაშვილი დატოვებს პარლამენტს, თუმცა ეს საკითხი საზოგადოებისთვის, რომელიც აღელვებულია იმის გამო, რაც მოხდა “გავრილოვის ღამეს”, ახლა უმნიშვნელო ჩანს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ ქუცნაშვილი პარლამენტს დატოვებს, როგორც ეს იყო გაცხადებული.

“გავრილოვის ღამის“ სისხლზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია არიან. ქვეყნისთვის გაუმართლებელ იმ პოლიტიკაზე, რასაც ვხედავთ შვიდი წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ, პასუხისმგებელი არის ასევე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ამ ყველაფრის მიუხედავად არც ის ადამიანები უნდა გამოგვრჩეს თვალთახედვიდან, ვინც გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის სიმბოლო გახდა. რა თქმა უნდა, როგორც იყო გაცხადებული, რომ ქუცნაშვილი დატოვებს პარლამენტს, მან უნდა დატოვოს პარლამენტი, თუმცა ეს საკითხი საზოგადოებისთვის, რომელიც აღელვებულია არის იმის გამო, რაც მოხდა „გავრილოვის ღამეს“, ახლა უმნიშვნელო ჩანს”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების“ დეპუტატს ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისამდე არ შეუწყდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში, რომლის მაჟორიტარიც ქუცნაშვილია, პარლამენტის შუალედური არჩევნები ვეღარ ჩატარდება. შესაბამისად, ამ სამ მუნიციპალიტეტს მოქმედ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი აღარ ეყოლება.

ქუცნაშვილის განცხადებით, განცხადება მანდატის შეწვეტის თაობაზე მან გასულ კვირას დაწერა და ის განსახილველად მზად არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით მსვლელობა ჯერ არ მისცემია. უმრავლესობაში ჯერ არც ის იციან, მოწვეული იქნება თუ არა პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა 15 ივლისამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა