რუსულ წყალქვეშა აპარატში ხანძრის შედეგად 14 მეზღვაური დაიღუპა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 მეზღვაური დაიღუპა სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეცნიერო-კვლევით წყალქვეშა აპარატში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაღუპულები კვამლით მოიწამლნენ.

წყალქვეშა აპარატი განკუთვნილია ოკეანის ფსკერის კვლევისათვის. ხანძარი პირველ ივლისს გაჩნდა, როდესაც წყალქვეშა აპარატი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ბიომეტრიულ გაზომვებს აწარმოებდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

წყალქვეშა აპარატი დაბრუნდა სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სევერომორსკში. გამოძიებას სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალი აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა