შსს - 20 ივნისის ღამეს პოლიციელების რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რუსთაველზე იმყოფებოდა  დაახლოებით 5000 პოლიციელი

20 ივნისის ღამეს პოლიციელების რაოდენობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე იმყოფებოდა დაახლოებით 5000 პოლიციელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

შსს-ს განმარტებით, დაახლოებით 5000 პოლიციელი ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იყო აუცილებელი და დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის დაშლაში დაახლოებით 15000 პოლიციელი მონაწილეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა