პარლამენტთან აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მე-13 დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღესაც სცენა ძირითადად ხელოვნების წარმომადგენლებს დაეთმობათ და არ იგეგმება მსვლელობა.

"დღეს მსვლელობას არ ვგეგმავთ და არ გვექნება განსხვავებული ფორმატი, ეკრანის დატვირთვა იქნება მაქსიმალური და ბევრი ხელოვანი იქნება წარმოდგენილ,ი რომლებიც შემოგვთავაზებენ მუსიკას“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს