თბილისში, მასტერკლასი - „როგორ შევქმნათ 5-ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“, გაიმართება

11-12 ივლისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და MMCI Group - Management Consulting Investment-თან პარტნიორობით, თბილისში გაიმართება მასტერკლასი თემაზე: „როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“. თემის ფარგლებში განხილული იქნება აქტიური გაყიდვების სტრატეგიები და ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები.

როგორც „ინტერპრენიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, მასტერკლასს გაუძღვება საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტური მართვას და კლიენტთა მომსახურებას უკავშირდება. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად, ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: Panasonic, Toyota, Volvo, Nestle, Unilever, Heineken.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა