სოფო კილაძე - თუ ვინმეს აქვს მტკიცებულება, რომ გახარიამ უკანონო ბრძანება გასცა, კი ბატონო, შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ არც ოპოზიციას და არც სხვას არ აქვს

არ აქვს მნიშვნელობა, მინისტრია თუ დეპუტატი, ვინც დააშავა პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით კილაძე 20 ივნისის ღამეს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ ქვეყანას სურს, რომ განვითარდეს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, აუცილებლად უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ კონკრეტული პირების, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს დანაშაული ჩაიდინეს. კილაძის განმარტებით, ოპოზიცია აღნიშნული საკითხებით სპეკულირებს.

„თუ ვინმეს აქვს იმის მტკიცებულება, რომ ბატონმა გახარიამ რაიმე უკანონო ბრძანება გასცა, კი ბატონო, შეიძლება დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ არ აქვს არც ოპოზიციას და არც სხვას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.

სამწუხაროა, რომ ოპოზიცია სპეკულირებს ამ საკითხით, რადგან არ აქვს მნიშვნელობა მინისტრია თუ დეპუტატი, ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს. თუმცა, თუ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ აუცილებელია თითოეულ ადამიანს მოვექცეთ ისე, როგორც ამას სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტები ითვალისწინებს," - განაცხადა სოფო კილაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა