ზაზა გაბუნია - დეცენტრალიზაციის რეფორმა არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას

დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელზეც ახლა ხელისუფლების ორი შტო ვმუშაობთ, არის საუკეთესო პასუხი მათთვის ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ფინანსურად თვითკმარი და მზარდი და სტაბილური შემოსავლების მქონე, ადგილობრივი კაპიტალის განკარგვის უფლებამოსილების მქონე და ეკონომიკურ პროცესებში ჩართული მუნიციპალიტეტები და რეგიონები არის პასუხი იმაზე, თუ პროპორციული საარჩევნოს სისტემის პირობებში როგორ იქნება მოსმენილი რეგიონების ხმა.

„ასეთ პირობებში, რეგიონები, ქალაქები, მუნიციპლიტეტები მაღალი დინამიკით და შეუქცევადად ვითარდებიან და მათ აღარ სჭირდებათ ხელოვნური სტიმულირება. ეს ყველაფერი კი მოაქვს სწორად წარმართულ დეცენტრალიზაციის რეფორმას, რომელზეც ახლა ხელისუფლების ორი შტო ვმუშაობთ და ეს არის საუკეთესო პასუხი მათთვის ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა