Amnesty International დე ფაქტო მთავრობებს მოუწოდებს, შეწყდეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მოუწოდებს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს, გახსნან აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე გადასასვლელები და უზრუნველყონ გადასასვლელების შეუფერხებელი ფუნქციონირება ცხინვალის რეგიონის გასწვრივ არსებულ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან; ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება, ასევე გაცემულია რეკომენდაცია დეფაქტო მთავრობების მიმართ, მოხსნან თვითნებური შეზღუდვები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მდებარე საფლავებისა და რელიგიური ნაგებობების მონახულებაზე.

„მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მოსახლეობის თვითნებური დაკავებები და პატიმრობაში მყოფი პირები წამებისა და სხვა სახის არაადამიანური მოპყრობისგან დაიცვან; შეწყდეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები, რაც უარყოფითად აისახება ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე; ადგილობრივ მოსახლეობას, რომელმაც „ბორდერიზაციის“ შედეგად, საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა დაკარგა, კვლავ მიეცეთ ამ მიწების გამოყენების შესაძლებლობა; თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლის შედეგადაც, ადგილობრივმა მოსახლეობამ შესაძლოა კიდევ დაკარგოს საარსებო წყარო - სასოფლო-სამეურნეო მიწები ან მათზე წვდომა; სრულად ითანამშრომლონ ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო მონიტორინგის მისიებთან. მათ შორის: დაუშვან და ხელი შეუწყონ საერთაშორისო მონიტორების სრულ და შეუზღუდავ წვდომას რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. კერძოდ: დაუშვან და ხელი შეუწყონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე“, - ნათქვამია Amnesty International-ის კვლევაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა