იაპონიაში მოსახლეობის ევაკუაციის მასშტაბები იზრდება, საცხოვრებელი სახლებიდან მილიონზე მეტი ადამიანი გაჰყავთ

იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთის რაიონების ადგილობრივი ხელისუფლება წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო უკვე მილიონ 94 ათასი კაცის სასწრაფო ევაკუაციას ახდენს. ეს საშიშროება კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.

სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, მიაძაკის და კაგოსიმას პრეფექტურებში ევაკუაცია ეხება 517,7 ათას საცხოვრებელ სახლს, რომლებსაც დანგრევა ან დატბორვა ემუქრება. ხალხის ევაკუაცია ხდება სპორტულ დარბაზებსა და უსაფრთხო ადგილებში მდგარ სხვა დიდ შენობებში, რათა ხალხმა იქ გაათიოს ღამე.

წვიმა არსებული პროგნოზით, ხვალ გაძლიერდება. მეტეოროლოგების ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში ამ რაიონებში შეიძლება ნალექის ერთი თვის ნორმა მოვიდეს.

შარშან, ასევე ივლისში, წყალდიდობამ და მეწყერმა 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჰიროსიმას, ეჰიმეს და ოკაიამას პრეფექტურებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა