1-ლი აგვისტოდან გადასახადის გადამხდელთათვის სავალდებულო ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება.

„გაცნობებთ, რომ თუ 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან, არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს ელექტრონული დეკლარირების სერვისი შეეზღუდება. ორბიჯიანი ავტორიზაციის განხორციელების პროცედურა და ქვემომხმარებლის რეგისტრაცია წარმოდგენილია ვიდეო ინსტრუქციებში.

გთხოვთ, იხილოთ ბმმულები: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=TUi5-AuCmPw; https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=WPCbhTuqI9w

ზემოაღნიშნული პროექტი ქმნის ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ სუბიექტს სთავაზობს თავად აკონტროლოს მისი ელექტრონული პორტალიდან სხვადასხვა დროს სისტემაში შესული ქვემომხმარებლები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მონიტორინგი გაუწიოს განხორციელებულ ოპერაციებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა